BUS CNG ავტობუსების ბუნებრივი აირით ასავსები კომპრესორული სადგურები

გაზვექტორი Bus CNG

„FORNOVO GAS“-ი გთავაზობთ ტიპიურ გადაწყვეტილებას იტალიურ კომპრესორ „GASVECTOR“-ით რომელიც დანერგილი იქნა იტალიისა და ევროპის უმეტესი ქალაქების მუნიციპალური ავტობუსების პარკებში.
ავტობუსების ბუნებრივი აირით ასავსები კომპრესორული სადგურის პროექტები „FORNOVO GAS“-ის იტალიური კომპრესორებით ასევე რეალიზებული იქნა რუსეთში და ყოფილი სსრკ-ს ყველა ქვეყანაში.
ავტობუსების და ავტომობილების ბუნებრივი აირით ასავსები კომპრესორული სადგურები განკუთვნილია ქალაქის ავტობუსების, საქალაქთაშორისო ავტობუსების, საერთაშორისო ავტობუსების, ყვითელი მიკროავტობუსების და მუნიციპალური ავტობუსების პარკების, აგრეთვე სხვა დამხმარე ტექნიკის გასამართად.
ავტობუსები და სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია გაზის სისტემით -მეთანზე მომუშავე ძრავით. აღნიშნულ ავტობუსებს აქვთ სისტემა შეკუმშულ ბუნებრივ აირზე სამუშაოდ.

NATURAL GAS BUS FILLING STATION – ავტობუსების ბუნებრივი აირით ასავსები კომპრესორული სადგურები
ბუნებრივი აირი მიეწოდება ბუნებრივი აირით ასავსებ კომპრესორულ სადგურს როგორც მაგისტრალური მილსადენიდან, ასევე „ვირტუალური მილის“ – მოძრავი ავტოგასამართი სადგურის საშუალებით. ავტოგასამართ სადგურზე შეკუმშული ბუნებრივი აირის გაზის წნევა იწევს 200-220 ბარამდე და ასეთი სახით ისხმება ავტობუსების და მიკროავტობუსების (სატრანსპორტო საშუალებების) რეზერვუარებში. ავტობუსების, ავტომობილების ბუნებრივი აირით ასავსები კომპრესორული სადგურები სრულიად კონკურენტუნარიან ალტერნატივას წარმოადგენს თხევადი საწვავის ტიპის (ბენზინი, დიზელი, პროპანი) ავტოგასამართი სადგურებისთვის. განსაკუთრებით აქტუალურია მეთანის გამოყენება მსხვილ ქალაქებში, როგორც ქალაქის ბიუჯეტის ეკონომიისთვის, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. პრაქტიკულად ევროპის ყველა ქალაქში აქვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაზზე, რადგან გაზი მინიმალურ გავლენას ახდენს გარემოზე.
არსებობს ავტობუსების სწრაფი შევსება (2-5 წუთი ერთ ავტობუსზე) და საშუალო შევსება ( 7-10 წუთი ერთ ავტობუსზე) . ფაბრიკა „FORNOVO GAS“ ახდენს ბუნებრივი აირით ასავსები კომპრესორული სადგურების სხვადასხვა ვარიანტის რეალიზებას ავტობუსების პარკებისათვის. ქალაქის ავტობუსის პარკი შეიძლება შედგებოდეს 10 გაზის ავტობუსისაგან, ან 50 ავტობუსისაგან, ან 100 მიკროავტობუსისაგან. „FORNOVO GAS“ გთავაზობთ არსებული ტერიტორიის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, გაზთან მიერთების პირობების ნებისმიერ ვარიანტს. „FORNOVO GAS“-ს შეუძლია შემოგთავაზოთ პირობები ავტობუსების, ავტომობილების ბუნებრივი აირით ასავსები კომპრესორული სადგურების ასაშენებლად შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაშიც.
ქვემოთ მოცემულია ფოტოები – ავტობუსების გასამართი ბუნებრივი აირით ასავსები კომპრესორული სადგურები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რუსეთსა და იტალიაში. ავტობუსი 80-100-250-300 კუბი აკუმულატორებით .

იტალიური კომპანია ,,FORNOVO GAS“–ის აღიარება

იტალიური კომპანია ,,FORNOVO GAS“–ისგან კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ გაზგასამართ სადგურმა აღიარებითი სიგელი მიიღო.
როგორც ,,სოკარის“ წარმომადგენლობაში აცხადებენ, იტალიური კომპანია ,,FORNOVO GAS“ უკვე ნახევარი საუკენეა ფუნქციონირებს და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მსოფლიო მასშტაბით გაზის კომპრესორების წარმოების სფეროში. მისი პროდუქცია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ავტოგაზგასამართ სადგურებზე.

    Сделайте нам запрос на компрессор или АГНКС!