საუკეთესო კომპრესორი აირსავსები საკომპრესორო სადგურისათვის
ჩვენი პარტნიორების მაღალი კვალიფიკაციის და ჯგუფის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დავამზადოთ მეთანო-კომპრესორული სადგურის ნებისმიერი პროექტი. კომპრესორული მოწყობილობა ფორნოვო გაზი შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვეულებრივ ავტოგასამართ სადგურებზე ძირითად და შვილობილ სადგურებზე, საუწყებო მეთანის სადგურებზე. იტალიური კომპანია ,,FORNOVO GAS“–ის აღიარება იტალიური კომპანია ,,FORNOVO GAS“–ისგან კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ გაზგასამართ სადგურმა აღიარებითი სიგელი მიიღო. როგორც ,,სოკარის“ წარმომადგენლობაში აცხადებენ, იტალიური კომპანია ,,FORNOVO GAS“ უკვე ნახევარი საუკენეა ფუნქციონირებს და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მსოფლიო მასშტაბით გაზის კომპრესორების წარმოების სფეროში. მისი პროდუქცია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ავტოგაზგასამართ სადგურებზე. ამ იტალიური ბრენდის უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული საკომპრესორო დანადგარებით აღჭურვილია კომპანია ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” ქსელის რამდენიმე გაზგასამართი სადგური საქართველოში, რომელთაგანაც ერთ-ერთმა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა. კერძოდ, “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ”-ის მფლობელობაში არსებულ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის ქვემოთ) მდებარე სადგურს, გადაეცა სპეციალური სიგელი, როგორც საუკეთესო გაზგასამართი სადგური იმ სადგურებს შორის, სადაც განლაგებულია ,,FORNOVO GAS“–ის კომპრესორები. ფორნოვო გაზი – სრულ კომპლექტიანი გადაწყვეტა აირავსები საკომპრესორო სადგურებისა და ნავთობგაზისთვის
ფორნოვო გაზს აქვს გაზის სფეროში მუშაობის, მართვისა და მეთანის აირსავსები საკომპრესორო სადგურების მშენებლობის 40 წლიანი გამოცდილება. იგი 2004 წლიდან წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ბუნებრივი გაზისა და სხვა გაზისათვის დგუშიანი კომპრესორების წარმოებაში.
ჩვენს კომპრესორებს ფართოდ მოიხმარენ სახალხო მეურნეობაში: აირავსები საკომპრესორო სადგურები და ბუნებრივი გაზის შესაკუმში კომპლექსები, ბიოგაზის და ბიომეთანის წარმოება და გამოყენება, ნავთობგაზის სფერო და სხვა სამრეწველო გამოყენება.
ჩვენი ნაწარმის ხარისხი და ტექნიკოსების პროფესიონალიზმი ჩვენ გვაქცევს იდეალურ პატნიორად ყველა კლიენტისათვის.
ფორნოვო გაზმა დაამონტაჟა 1000 კომპრესორზე მეტი მთელს მსოფლიოში, განსხვავებულ კლიმატურ პირობებში, კომპრესორული მოწყობილობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიმართ არსებული განსხვავებული ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
საუკეთესო კომპრესორი აირსავსები საკომპრესორო სადგურისათვის – კომპრესორების Метановые станции
VISIONE
La nostra visione aziendale è quella di rendere la nostra tecnologia un punto di riferimento mondiale per la compressione dei gas.
VALORI
Crediamo fermamente nel nostro lavoro e nel perseguimento costante dell’eccellenza e della flessibilità per reagire prontamente alle necessità del cliente.
MISSIONE
Usare la nostra esperienza e competenza per ispirare ed implementare soluzioni che consentono una mobilità sostenibile.